·
სიტყვა „ბიბლია“ ბერძნულია
და ითარგმნება როგორც „წიგნები“
·
ებრაული ბიბლიის სახელით ცნობილ 24 ებრაულ ხელნაწერს ქრისტიანები
„ძველ აღთქმას“ უწოდებენ. ძველი აღთქმა წმინდა წერილებისაგან შედგება , რომელთა უმრავლესობა
დაახლოებით ძვ.წ. 1200 – 100 წლებშია შექმნილი სხვადასხვა ავტორის მიერ
·
ყველა ქრისტიანული ბიბლია ორ ნაწილად იყოფა: ძველ და ახალ აღთქმად.
·
სიტყვა „აღთქმა“-ს ორი მნიშვნელობა აქვს: შეთანხმება, მორიგება და
უფლის დაპირება
·
ბიბლიური ისტორიები სხვადასხვა ფორმით იწერებოდა კერამიკულ ნაწარმზე,
პაპირუსზე, პერგამენტსა თუ თიხის ფირფიტებზე
·
ძველი და ახალი აღთქმის წიგნებს დაახლოებით 40 ავტორი ჰყავს და სხვადასხვა
ენაზეა დაწერილი. ძველი აღთქმის ისტორიები თავდაპირველად ზეპირი ფორმით გადაეცემოდა
თაობებს, ხოლო წიგნების უმრავლესობა ებრაულ ენაზე დაიწერა. თუმცა რამდენიმე ფრაგმენტის
უძველესი ნიმუში არამეულ ენაზეც გვხვდება. რაც შეეხება ახალ აღთქმას, ის თითქმის მთლიანად
ბერძნულადაა დაწერილი.
·
გლობალურად თუ ვიმსჯელებთ, ბიბლიური წიგნები კაცობრიობის ისტორიას
მოგვითხრობს. ყველაფერი ძველი აღთქმის პირველი წიგნით, დაბადებით იწყება, რომელშიც
სამყაროს შექმნაა აღწერილი, ხოლო სულ ბოლოს, ახალი აღთქმის უკანასკნელ წიგნში, რომელსაც
გამოცხადება ჰქვია, მკითხველი გაეცნობა სამყაროს დასასრულის წინასწარმეტყველებას.
·
ებრაული ბიბილია ქრისტიანული ბიბლიის უდიდეს ნაწილს შეადგენს და
თანამედროვე სახე, სავარაუდოდ, ახ.წ. II საუკუნეში მიიღო.
·
ძველი აღთქმისაგან განსხვავებით, ახალი აღთქმის წიგნები არ დაწერილა
ათასობით წლების განმავლობაში, ყველაფერი ერთ საუკუნეში მოესწრო, კონკრეტულად კი ახ.წ.
I
ს-ის 40-იანი
წლების მიწურულიდან (იესოს ჯვარცმიდან 20 წლის შემდეგ) II ს-ის შუა პერიოდამდე. ახალი
აღთქმის უდიდესი ნაწილი ბერძნულად დაიწერა.
·
სეპტუაგინტა - (იგივე ”სეპტიმა”) წარმოადგენს ძველი აღთქმის პირველ
ძველბერძნულ თარგმანს, რომელიც ჩვ. წ. აღ-მდე III-II სს-ში შესრულდა.
თარგმანი შეუკვეთა ელინიზირებული ეგვიპტის მეფემ
პტოლემეოს ფილადელფოსმა. ეგვიპტელ მეფეს სურდა
ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანით შეევსო. ამ მიზნით, მეფემ
იერუსალიმიდან 72 მწიგნობარი მოიწვია და კუნძულ ფაროსზე მიუჩინა ადგილი. არსებობს გადმოცემა
იმის შესახებ, რომ თითოეული მწიგნობარი ძველი
აღთქმის ყველა წიგნზე ცალ-ცალკე მუშაობდა განმარტოებით კელიაში. მიუხედავად ამისა,
სამოცდაათივე თარგმანი იდენტური აღმოჩნდა. ფილონ ალექსანდრიელის თქმით, ეს გარემოება
თარგმანის ”ღვთივშთაგონებულობაზე” მოწმობს
·
წმინდა ჯერომიმ 405 წელს ბიბლია ლათინურ ენაზე თარგმნა. რომელიც
კათოლიკურმა ეკლესიამ ოფიციალურ ლათირუნენოვან ბიბლიად აღიარა
·
1455 წელს გამოცემული ბიბლია პირველი ნაბეჭდი წიგნია
· ბიბლია მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი წიგნია და მას ყველაზე ხშირად
თარგმნიან. როდესაც ლუთერი (1483-1546) ბიბლიის გერმანულენოვან ვერსიაზე მუშაობდა,
მსოფლიოში სულ რაღაც 15 თარგმანი არსებობდა. 1600 წელს ეს რიცხვი 40-მდე გაიზარდა,
ხოლო 1700 წელს 52-ს მიაღწია. XIX ს-ში დაფუძნდა მრავალი ეროვნული ბიბლიური საზოგადოება და
მათი ძალისხმევის შედეგად ბიბლია 500-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. 1950 წლისთვის ბიბლიას
1100 ენაზე წაიკითხავდით, ხოლო XXI ს-ში ამ რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა.
·
მიახლოებითი გამოთვლებით, დღესდღეობით წუთში 50-მდე ბიბლია იყიდება